უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს რეგიონში, ვერბოვესთან რუსეთის თავდაცვის ხაზი გაარღვიეს - გენერალი ტარნავსკი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონის სოფელ ვერბოვეს მიდამოში რუსული ჯარების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს. ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში ტავრიის ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა, გენერალმა ტარნავსკიმ განაცხადა.


„მარცხენა ფლანგზე [ვერბოვესთან] ჩვენ გვაქვს გარღვევა და ვაგრძელებთ წინსვლას,“ - განაცხადა ტარნავსკიმ, თუმცა მან აღიარა, რომ მისი ჯარები უფრო ნელა მოძრაობდნენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ტარნავსკი მიიჩნევს, რომ ზამთარი არ შეანელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას და ყველაზე დიდი გარღვევა ჯერ კიდევ წინ არის.