უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრი კოსტინმა აშშ-ის გენერალურ პროკურორს, მერიკ გარლანდის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სახელით სახელმწიფო ჯილდო გადასცა.
კოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი, პრეზიდენტი და უკრაინის მთავრობა დიდად აფასებენ გარლანდის და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გუნდის მუდმივ მხარდაჭერას სამართლიანობის აღდგენის გზაზე. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს თანამშრომლობის დეტალები, ახალი პოტენციური მიმართულებები და პრიორიტეტულ პროცედურებში ურთიერთქმედება.
თავის მხრივ, გარლანდი უკრაინას შემდგომ მხარდაჭერას დაჰპირდა.
„აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი და უკრაინის გენერალური პროკურატურა ერთიანნი არიან იმაში, რომ უკრაინაში ჩადენილი აგრესიის, ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რუსი დამნაშავეები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან“. დღის წესრიგში კიდევ ერთი აქტუალური საკითხია რუსეთის მიერ უკანონოდ დაკავებული უკრაინელი მოქალაქეების გათავისუფლება,“ ხაზგასმით აღნიშნა კოსტინმა.
კოსტინმა და გარლანდმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი მოწოდებულნი არიან, გააგრძელონ ერთად მუშაობა უკრაინისა და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის სამართლიანობის აღდგენის მიზნით.