უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების თავდასხმები ოთხი მიმართულებით მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს ვერბოვოს რაიონიდან უკან ახევინებენ.
„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევითი ოპერაცია ხორციელდება მელიტოპოლის მიმართულებით და ბახმუტის მიმართულებით,“ - აღნიშნულია ანგარიშში.
გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა.
„ლიმანის მიმართულებით, თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები დონეცკის ოლქის ბელოგორივკას რაიონში. გარდა ამისა, ბახმუტის მიმართულებით, მტერი ცდილობდა დაკარგული პოზიციის აღდგენას დონეცკის ოლქის კლეშჩიევკას რაიონში, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს დონეცკის ოლქის ბახმუტის სამხრეთით, მტერს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვა დანაკარგებს აყენებენ და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან," - აცხადებენ გენშტაბში.
გეშტაბის ცნობით, მარინკის მიმართულებით, რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს მარინკას მიდამოში და დონეცკის ოლქის პობედას რაიონში.
ხერსონის მიმართულებით კი უკრაინის თავდაცვის ძალები ანადგურებენ მომარაგების საცავებს და მტრის ზურგში წარმატებულ შეტევას ახორციელებენ.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონის სოფელ ვერბოვეს მიდამოში რუსული ჯარების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს. ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში ტავრიის ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა, გენერალმა ტარნავსკიმ 23 სექტემბერს განაცხადა.