რომის პაპი: არ უნდა ვითამაშოთ უკრაინელების მოწამეობით

რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინელ ხალხს წამებული ერი უწოდა და გამოთქვა მოსაზრება, რომ იარაღის მოვაჭრეები ომის გაგრძელებით არიან დაინტერესებულნი. 

„მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღით ვაჭრობასთან,“ - განაცხადა რომის პაპმა.


პაპმა იარაღისა და დახმარების შესხებ დაპირებები თამაშს შეადარა. „ჩვენ არ უნდა ვითამაშოთ ამ ხალხის მოწამეობით,“ - აღნიშნა რომის პაპმა.

მან კონკრეტული ქვეყნები არ დაასახელა.


„ახლა ვხედავ, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკან იხევს და არ სურს უკრაინისთვის იარაღის მიცემა. იწყება პროცესი, რომელშიც მოწამე, რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხი იქნება და ეს მახინჯი რამ არის," - ამბობს რომის პაპი.