უკრაინული ძალები მელიტოპოლის მახლობლად წინ მიიწევენ - უკრაინული მედია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მელიტოპოლის მიმართულებაზე უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ უკრაინული ძალები მელიტოპოლის მახლობლად წინ მიიწევენ.


„ჩვენმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები ზაპოროჟიეს ოლქში, რობოტინოს მახლობლად," - ნათქვამია მოხსენებაში.

მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა ტელეგრამის საშუალებით განაცხადა, რომ მოსახლეობა ტოკმაკში ძლიერი აფეთქებების შესახებ იუწყება.


მან ასევე ატვირთა კადრები, რომლითაც ტოკმაკის მახლობლად, რუსეთის სადამკვირვებლო პუნქტზე „პირდაპირი დარტყმას“ ადასტურებს.

დღეს ქალაქ მელიტოპოლის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ გავათავისუფლებთ მელიტოპოლს.“

მელიტოპოლი რუსეთის ძალების მიერ 2022 წლის მარტიდან არის ოკუპირებული. ქალაქი ოკუპანტებმა რუსეთის სამხედრო ბაზად აქციეს. რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა.