რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა 24 სექტემბერს საღამოს კურსკისა და ბრიანსკის ოლქების საზღვარზე ორი უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს. სამინისტროში განაცხადეს, რომ დაახლოებით 20:30 საათზე. ადგილობრივი დროით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კურსკის ოლქის თავზე უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო. ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 22:20 საათზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიანსკის ოლქის თავზე კიდევ ერთი უპილოტო თვითმფრინავი დააკავეს.
თავის მხრივ, უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი ე.წ. სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ რუსეთის ქალაქ კურსკთან უპილოტო საფრენი აპარატით წუხანდელი შეტევის სამიზნე ხალინოს სამხედრო აეროდრომი იყო.
სავარაუდო ინციდენტების შედეგად ინფრასტრუქტურის დაზიანება ან მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. 19 სექტემბერს რუსეთმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ბელგოროდისა და ორიოლის ოლქების თავზე ორი უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა.