სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა 25 სექტემბერს აღმოსავლეთის ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყეს. საზღვაო ძალების განცხადებით, სწავლების მიზანი ჩრდილოეთ კორეის მზარდი სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ მზადყოფნის გაძლიერებაა.
სამდღიან წვრთნებში მონაწილეობს ცხრა ხომალდი და ორი საპატრულო თვითმფრინავი ორივე მხრიდან, მათ შორის ორი სამხრეთ კორეული წყალქვეშა ნავი. ასევე, გამანადგურებელი და კრეისერი.
„ეს წვრთნები იქნება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების ეფექტიანი შეკავებისა და რეაგირების შესაძლებლობა და კომბინირებული თავდაცვის შემდგომი გაძლიერება“, - ციტირებს სამხრეთ კორეის წარმომადგენლის სიტყვებს სააგენტო Yonhap-ი.