უკრაინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ დანაღმულ ტერიტორიად რჩება. ამის გამო, გაერთიანებული სამეფოს არმიამ უკრაინელი ინჟინრების წვრთნა გააძლიერა. უკრაინელენის მომზადების პროცესი პოლონეთის სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს.
ეს ტრენინგი გასულ ნოემბერში დაიწყო და თითოეული კურსი რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება.
უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ნაღმების კონცენტრაციამ, უკრაინის კონტრშეტევა შეანელა, შეზღუდა ტერიტორიული მიღწევები აღმოსავლეთსა და სამხრეთში.
ახლა უკრაინა იმედოვნებს, რომ გაძლიერებული წვრთნებით, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება უფრო ადვილი გახდება.
სერჟანტმა კევინ ენგსტრომმა BBC-ს განუცხადა, რომ ბრიტანელები უკრაინულ ჯარებს ასწავლიან ნაღმების გაწმენდის „ოქროს სტანდარტს“, რაც მოითხოვს დროსა და მოთმინებას.