უკრაინამ და აშშ-მ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად, 522 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. Reuters-ის ცნობით, მემორანდუმის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
უკრაინა თავდაპირველად მიიღებს $422 მილიონს სისტემის სტაბილურობის გასაზრდელად, ხოლო შემდგომ 100 მილიონ ამერიკულ დოლარს შესაბამისი რეფორმების გასატარებლად.
საელჩოს ცნობით, ამერიკის ამ დახმარების ერთ-ერთი მიზანია, უკრაინას რუსული თავდასხმებისას დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმაროს.