ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ომსა და საქართველოზე

ფინეთს რუსეთის გვერდით ცხოვრების ხანგრძლივი, რთული ისტორია აქვს. როგორი რუსეთთან ცხოვრება, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ? Washington Post-ის ამ შეკითხვას, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა უპასუხა.

„ძალიან კარგი შეკითხვაა. და ვფიქრობ, ბევრმა ვერ გააცნობიერა, რომ ეს არ არის მხოლოდ პუტინის ომი. როგორც ჩანს, რუსული მანქანა, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამისთვის,“ - აღნიშნა ფინელმა დიპლომატმ.


მან გაიხსენა 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და ასევე, 2014 წელს უკრაინის ყირიმის ანექსია.

„რა თქმა უნდა, პუტინი ამ დროის განმავლობაში იყო ხელისუფლების სათავეში, მაგრამ ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, მან ააშენა ინფრასტრუქტურა ამის გარშემო და შეიძლება, ორი ათეული წელი დასჭირდეს ვინმეს (რუსეთში) რომ უთხრას, რომ ეს არ არის ნორმალური," - განაცხადა ვალტონენმა.

ასე რომ, თუ პუტინი წავა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი როგორმე მშვიდობიანი ნორმალური დემოკრატია გახდება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველაზე უარესისთვის და ყველაზე ცუდი ის არის, რომ რუსეთი ისეთივე რჩება, როგორიც არის და, შესაძლოა, მომავალში უარესიც გახდეს,“ - აღნიშნა ელინა ვალტონენმა.