აშშ-მ 11 ჩინურ და ხუთ რუსულ კომპანიას ახალი სავაჭრო შეზღუდვები დაუწესა

აშშ-მ 5 რუსული კომპანიის წინააღმდეგ საექსპორტო შეზღუდვები დააწესა. კომპანიებს შორისაა VSMPO-AVISMA, რომელიც მსოფლიოში ტიტანის უმსხვილესი მწარმოებელია.  

გარდა ამისა, შეზღუდვები დაწესდა გერმანიის, ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ომანის, პაკისტანისა და ფინეთს 23 ორგანიზაციის მიმართ.

უკრაინული მედიის ცნობით, ამერიკული მხარე განმარტავს, რომ სანქცია შეეხო კომპანიებს, რომლებიც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ან საგარეო პოლიტიკის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან.


Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-მ ახალი სავაჭრო შეზღუდვები 11 ჩინურ და ხუთ რუსულ კომპანიას დაუწეს. მათ შორის ზოგიერთი კომპანია რუსეთს დრონების დასამზადებლად კომპონენტებს აწვდიდა.

„ჩვენ არ მოვერიდებით სწრაფი და მნიშვნელოვანი ზომების მიღებას მათ წინააღმდეგ, ვინც აგრძელებს პუტინის უკანონო და ამორალური ომის მხარდაჭერას უკრაინაში,“ - განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლის უფროსმა, ალან ესტევეზმა.