აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთს თავდაცვისუნარიანობის მოდერნიზაციისთვის ორი მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი გადასცა.
„'პოლონეთი შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირეა და მისი უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია NATO_ს აღმოსავლეთი ფლანგის კოლექტიური თავდაცვისთვის'', - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ '„პოლონეთმა, თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მეშვეობით აჩვენა თავისი ურყევი ვალდებულება რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებისკენ''.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, მარიუშ ბლაშჩაკმა აღნიშნა, რომ პოლონური არმიისთვის 486 HIMARS-ის გადაცემა HOMAR-A-ის პროგრამის ნაწილია.