სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალურ დირექტორის, ხერტ იან კოპმანის შეფასებით, რეფორმები და მათი განხორციელება კვლავ მნიშნველოვნაია საქართველს ევროპული დღის წესრიგისთვის.
ამის შესახებ მან მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
„მოხარული ვარ, რომ კვლავ შევხვდით საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, ამჯერად ბრიუსელში და გავაგრძელებთ დისკუსიებს ძირითადი ზომების შესახებ, რაც საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია განახორციელოს 12 პრიორიტეტის წინსვლისთვის.
რეფორმები და მათი განხორციელება კვლავ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის”, - წერს იან კოპმანი Twitter-ზე.