ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხეების საპასუხოდ, სამხედრო არსენალის დემონსტრირების მიზნით, სამხრეთ კორეამ ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩაატარა.
Reuters-ის ცნობით, სამხედრო აღლუმზე გამოტანილ ტექნიკას შორის ბალისტიკური რაკეტები და საბრძოლო ვერტმფრენებიც იყო. მასშტაბური მსვლელობა სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების დღეს გაიმართა.
აღლუმში 300 ამერიკელი ჯარისკაციც მონაწილეობდა. სამხრეთ კორეაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სულ 28 500 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.