რუსეთი კურსკის ოლქზე დრონებით მორიგი შეტევის შესახებ იუწყება.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 25 სექტემბერს ღამით და 26 სექტემბერს დილით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქის ტერიტორიის თავზე „ჩამოაგდეს“ საერთო ჯამში, 5 „უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.“
22 სექტემბრის შემდეგ ზედიზედ მეხუთე დღეა, რუსეთი აცხადებს, რომ ამ რეგიონს უპილოტო საფრენი აპარატებით უტევენ.
24 და 25 სექტემბერს რუსული და უკრაინული მედია წერდა, რომ კურსკში დრონებით თავდასხმა იყო ხალინოს სამხედრო აეროდრომსა და რუსეთის შსს-ს და უშიშროების ფედერალური სამსახურის სამმართველოს შენობებზე.
რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. უკრაინის ხელისუფლებას ამ შემთვევაზე კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა.