მთიან ყარაბაღში 25 სექტემბერს საწვავის საწყობში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 290 დაიჭრა. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.
7 დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. ბევრი კი, დაკარგულად მიიჩნევა.