ნორვეგია უკრაინას $92 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

ნორვეგია უკრაინას 1 მილიარდი კრონის (92 მილიონი აშშ დოლარი) ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა.

„ჰუმანიტარული დაფინანსება მიზნად ისახავს, უზრუნველვყოს, რომ ყველაზე დაუცველებმა, ბავშვებმა, ლტოლვილებმა და იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მიიღონ სასიცოცხლო დახმარება, როგორიცაა "თავშესაფარი, საკვები, წყალი და სანიტარული დახმარება, განათლება, ჯანდაცვა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, ასევე, სექსუალური და გენდერული ძალადობისგან დაცვა," - ნათქვამია პრესრელიზში.


ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის მოსახლეობას დიდ ტანჯვას აყენებს, უკრაინელებს სჭირდებათ დახმარება, რათა გადაიტანონ ომის კიდევ ერთი ზამთარი."

დახმარება გაეროს და წითელი ჯვრის მიერ შექმნილი უკრაინისთვის არსებული პროგრამებით განაწილდება.


ნორვეგიამ, რომელიც NATO-ს დამფუძნებელი წევრია, ადრე განაცხადა, რომ უკრაინაში F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გზავნის. მან ასევე გაუგზავნა უკრაინას საზენიტო რაკეტები, და დამატებითი დაფინანსება ქვეყანაში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველსაყოფად.