მილიარდერი რუბენ ვარდანიანი დააკავეს

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რუსი-სომეხი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი დააკავა.

ინფორმაცია მისმა მეუღლემ დაადასტურა.

მისი ინფორმაციით, მილიარდერი ყარაბაღის დატოვების დროს დააკავეს.


ვარდანიანი ოთხი თვის განმავლობაში „ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრის პოსტს“ იკავებდა.

Forbes-ის თანახმად, ვარდანიანის ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.