Baykar-ის ხელმძღვანელი: ახალი დრონების წარმოებით, თურქეთ ხმელთაშუა ზღვაში გავლენას გაზრდის

Bayraktar TB-3 და Kizilelma-ს მოდელების უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებით, თურქეთს ექნება საშუალება, მნიშვნელოვნად გააფართოოს თავისი გავლენა ხმელთაშუა ზღვაში, განაცხადა Baykar-ის განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სელჩუკ ბაირაქტარმა Bloomberg-თან ინტერვიუში. Baykar-ი ამ დრონების მასობრივ წარმოებაზე მალე გადავა.

ახალი თვითმფრინავები „რევოლუციას მოახდენენ“ თურქეთის სამხედრო გავლენის თვალსაზრისით, შავი ზღვიდან და კავკასიიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვამდე და ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროებამდე, განაცხადა ბაირაქტარმა. ისინი საშუალებას მისცემს თურქეთს, აწარმოოს მონიტორინგი და კონტინენტებზე  თავდასხმები დააფიქსიროს.


Baykar აცხადებს, რომ ის თავის ფლაგმანურ TB2 თვითმფრინავს 31 ქვეყანაში ყიდის. კომპანიამ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თავისი მოგების 82% ექსპორტიდან მიიღო, წარმოების სიმძლავრე კი, გასული წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა.