ჩრდილოეთ კორეა ამერიკელ სამხედროს აშშ-ს გადასცემს

ჩრდილოეთ კორეა ადასტურებს, რომ 2023 წლის ივლისში სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეაში გაქცეულ სამხედროს ამერიკას გადასცემენ. ტრევის კინგის ამერიკული მხარისთვის გადაცემის ზუსტი დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.


ფხენიანის მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის მხარემ ტრევის კინგის დაკითხვა უკვე დაასრულა. მან აღიარა, რომ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.