უშიშროების სამსახურის კიბერპროფესიონალებმა ორი რუსი აგენტი დააკავეს, რომლებიც მიმდინარე წლის 21 სექტემბრის ღამეს კიევზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას აორგანიზებდნენ.
დაკავებულები რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყურადღების ცენტრში სოციალურ ქსელებში ანტიუკრაინული გზავნილების გამო მოექცნენ. მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
SBU-ს თანახმად, ორი ადგილობრივი, რომლებიც მუშაობდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ დირექტორატში (ცნობილი, როგორც GRU), კიევის მიმართულებით რუსული რაკეტების დამიზნებაში მონაწილეობდნენ.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული GRU-ს წარმომადგენელმა დისტანციურად გადაბირებულ აგენტებს კიევის ტერიტორიაზე სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება დაავალა. ჯაშუშები სწავლობდნენ უკრაინის თავდაცვის ძალების გადაადგილებას კიევში. მათ რუსებს უკრაინის სამხედროების ლოკაციები გადასცეს. გარდა ამისა, აგენტებმა რუს "კურატორს" ფოტოები და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების გეოლოკაციები გაუგზავნეს.
ყოველი დასრულებული დავალებისთვის ჯაშუშები რუსეთიდან ფულს იღებდნენ, რაც მათ საბანკო ბარათებზე ანონიმური „გადამხდელებისგან“ ირიცხებოდა.