„ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინაში დაბრუნდნენ

რუსული „ვაგნერის“ ჯგუფის ზოგიერთმა დაქირავებულმა ბელორუსი დატოვა და დონეცკის ოლქის ფრონტზე დაბრუნდა, იტყობინება RBC უკრაინა 27 სექტემბერს, აღმოსავლეთ ძალების დაჯგუფების სპიკერზე, ილია ევლაშზე დაყრდნობით.

სპიკერმა განმარტა, რომ დაახლოებით, 8000 მებრძოლიდან, რომლებიც ბელორუსში იყვნენ დისლოცირებულნი, ზოგი აფრიკაში გაემგზავრა, დაახლოებით 500 კი, უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე ბრუნდება.


„რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კონტრაქტებზე ხელახლა აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ დაქირავებულ მებრძოლებთან, რათა იმსახურონ, როგორც მებრძოლებმა და ინსტრუქტორებმა,“ განმარტა ევლაშმა.

თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაგნერის მებრძოლები არ წარმოადგენენ „მნიშვნელოვან საფრთხეს“ მათი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის შემდეგ.