27 სექტემბერს ბულგარეთის პარლამენტმა დახურულ კარს მიღმა მხარი დაუჭირა უკრაინას S-300-ის ტიპის კომპლექსებისთვის რაკეტების მიწოდებას, რომელთა შეკეთება ქვეყანას საკუთარი ძალებით არ შეუძლია. ინფორმაციას უკრაინული მედია ბულგარეთის გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ბულგარეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კიევი შეძლებს მათ შეკეთებას და თავდაცვის მიზნით გამოყენებას.
„გადაწყვეტილების მიღებამდე დებატები სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. დახურული კენჭისყრის ზუსტი შედეგი უცნობია. ასევე გაუგებარია, რატომ ჩატარდა კენჭისყრა დახურულ კარს მიღმა,“ წერს Sofia Globe.