უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა. უზბეკური მედიის Daryo-ს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, 16 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გაიგზავნა ქალაქ სერგელის რაიონში, აეროპორტის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ საწყობში ხანძრის ჩასაქრობად.
თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე სახლების მინები ჩამსხვრეულია."ტელეგრამ" არხ Mash-ის ცნობით, კომპანია Inter Logistics-ის საწყობში ელექტრომობილების ბატარეები აფეთქდა და საწყობი დარტყმის ტალღამ გაანადგურა.
უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.