ევროკავშირი შესაძლო გაფართოებისთვის მომზადებასა და კანდიდატი ქვეყნების მხარდაჭერის გაძლიერებაზე მსჯელობენ

ევროკავშირი 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის მომზადებაზე მსჯელობს.

ინფორმაციას უკრაინული მედია მინისტრთა არაფორმალური შეხვედრის ანონსზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობა გამოქვეყნდა ესპანეთის მიერ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს.

„საუბარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 28-29 სექტემბერს ქალაქ მურსიაში გაიმართება, რომელიც ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრისთვის გარკვეული მოსამზადებელი ეტაპი გახდება. შეხვედრა 5 ოქტომბერს გრანადაში გაიმართება და მასზეც ევროკავშირის გაფართოების საკითხი ერთ-ერთი ცენტრალური თემა იქნება,“ - ნათქვამია განცხადებაში.


განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მინისტრთა არაფორმალური შეხვედრის მთავარი ფოკუსი - ევროკავშირის 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის შიდა მომზადების საჭიროება, და ასევე კანდიდატი ქვეყნების მხარდაჭერის გაძლიერება იქნება.

„არაფორმალური შეხვედრის დროს დაგეგმილია რამდენიმე მსჯელობა, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკაზე მომავალი გაფართოების ზეგავლენას, კანდიდატი ქვეყნების თანმიმდევრული ინტეგრაციის კონცეფციას და ინსტიტუტების რეფორმებს მიეძღვნება, რომლებიც თვით ევროკავშირს სჭირდება,“ - ნათქვამია განცხადებაში.