ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, მილიონებით ადამიანისთვის, რომლებიც ევროპას თავის სახლად მიიჩნევენ, იმედის გაცრუება არ ღირს.
მეცოლას თქმით, უკრაინამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების იმედი არ უნდა დაკარგოს.
ამის შესახებ რობერტა მეცოლამ ბრიუსელში პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მოსალოდნელი ვადებიც დაასახელა.
„ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკება ოფიციალურად 2023 წლის დასრულებამდე უნდა დაიწყოს,“ - განაცხადა მეცოლამ.