პოლიტიკა
ახალი ამბები
ევროპულ საკითხებში სლოვენიის სახელმწიფო მინისტრმა, მარკო შტუცინიმ ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალზე განაცხადა, რომ დღევანდელ მინისტერიალზე განიხილება ორი მთავარი საკითხი.
ერთი არის ის, რომ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ ყველა კანდიდატ ქვეყანასთან, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება და მეორე გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღოთ, ეხება ევროკავშირის რეფორმირებისთვის დროის ჩარჩოს განსაზღვრას, ანუ იმის განსაზღვრას, რასაც ჩვენ მომდევნო წლებში გავაკეთებთ. სწორედ ამ გადაწყვეტილებებზე და დისკუსიებზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ევროკავშირი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში,“ – განაცხადა მარკო შტუცინიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.