რუსეთის ოლქები კვლავ დრონების სამიზნეა

რუსეთის კურსკისა და კალუგის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. კურსკის გუბერნატორ რომან სტაროვოიტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონმა ბელოვის რაიონში, ელექტროქვესადგურზე ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო. მისივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 5 დასახლებულ პუნქტს და საავადმყოფოს.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 10 დრონი კურსკის ოლქში, ერთი კი - კალუგის ოლქში გაანადგურეს.


„29 სექტემბრის ღამეს აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა საავიაციო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. 11 უპილოტო უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა საჰაერო თავდაცვის სისტემით, მათგან ერთი კალუგის ოლქის ტერიტორიას და 10 კურსკის ოლქში,“ - აცხადებენ უწყებაში.

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა.