ე.წ. პანდას დიპლომატიის მიმართ ჩინეთის მიდგომაში ცვლილებაა

ე.წ. პანდას დიპლომატიის მიმართ ჩინეთის მიდგომაში ცვლილებაა. ჩინეთი თავისი გიგანტური პანდების დაბრუნებას ელოდება. ამის შესახებ Washingtonpost-ი წერს.

შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ზოოპარკებში მყოფი პანდები, ჩინეთში სავარაუდოდ, მომავალი წლის ბოლოსთვის დაბრუნდებიან.


ვაშინგტონში ეროვნული ზოოპარკიდან სამი პანდის დაბრუნება ჩინეთში, 7 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი, რადგან ხელშეკრულების ვადა ამოიწურება, ატლანტაში მხოლოდ ოთხი პანდა დარჩება, რომლებმა ასევე მომავალ წელს უნდა დატოვონ შტატები, თუ ახალი შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

ბრიტანეთი ასევე დაკარგავს თავის ბოლო ორ პანდას დეკემბერში, ისევე როგორც ავსტრალია მომავალ წელს, თუ არსებული შეთანხმება არ გაგრძელდება. ამჟამად არ არსებობს შეთანხმება რომელიმე მათგანის ჩანაცვლებაზე. შეერთებულ შტატებს 1972 წლის შემდეგ პირველად, გიგანტური პანდა არ ეყოლება.


„ეს არის ალბათ პეკინის სიგნალი დასავლეთისთვის, რომ ისინი შეიძლება, არ იყვნენ ძალიან კმაყოფილნი იმით, თუ როგორც მიდის საქმეები“, - განაცხადა ჩი მენგ ტანმა, ნოტინჰემის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მალაიზიაში, რომელიც „პანდას დიპლომატიას“ სწავლობს. 


პანდებს სიმბოლური დატვირთვა აქვს აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში ჯერ კიდევ 1972 წლიდან - როდესაც პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი კომუნისტურ ჩინეთში ისტორიული ვიზიტით იმყოფებოდა. მაშინ ჩინეთის პრემიერმა პირველ ლედის ორი გიგანტური პანდა შესთავაზა და მას შემდეგ, ორი გიგანტური პანდა ვაშინგტონის ზოოპარკში მოხვდა. ეს იყო პეკინსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის კავშირების გაუმჯობესების ერთგვარი სიგნალი.

ამასთან 2019 წლის 5 ივნისს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა „ნდობის გაღრმავებისა და ორი ძალის ურთიერთპატივისცემის" ნიშნად, რუსეთს ორი პანდა გადასცა.