აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის $300 მილიონის გამოყოფა დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის მხარდასაჭერად 300 მილიონი დოლარის გამოყოფა დაამტკიცა.

ეს თანხა განცალკევებულია აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან და დახმარების გამოყოფის საკითხი ცალკე განიხილებოდა. წარმომადგენელთა პალატამ ასევე მიიღო 826 მილიარდი დოლარის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტი.

კიევისთვის თანხების გამოყოფის ცალკეული კანონპროექტი 311 ხმით 117-ის წინააღმდეგ მიიღეს, წერს მედია.


მიუხედავად იმისა, რომ ორივე კანონპროექტი დამტკიცდა, დემოკრატები შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინის დახმარების ცალკე კანონპროექტად გამოყოფას პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებს და წარმოაჩენს, როგორც აშშ-ის მიერ უკრაინის მიტოვებას. 

„რუსებს კარგად ეხერხებათ პროპაგანდა,” - განაცხადა დემოკრატმა ადამ სმიტმა. უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივა მიზნად ისახავს უკრაინელი სამხედროების წვრთნების, აღჭურვილობის, ხელფასების და სხვა საჭიროებების დაფინანსებას. ვაშინგტონი ხელმძღვანელობს მოკავშირეთა ძალისხმევას უკრაინის ბრძოლის მხარდასაჭერად რუსული აგრესიის წინააღმდეგ. თუმცა, „რესპუბლიკური პარტიის“ მზარდმა წინააღმდეგობამ ამ მხარდაჭერის მომავალი ეჭვქვეშ დააყენა.