დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიას რუსი ოფიციალური პირები დაამატა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლერლიმ ახალი სანქციბეის შესახებ გამოაცხადა.

დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში დაამატა ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის რეგიონებში - ე.წ. მაღალჩინოსნები, რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ალექსანდრე კურენკოვი რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომისიის მდივანი, ნატალია ალექსეევნა ბუდარინა და ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნილი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, მარინა ზახაროვა.


გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთი არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიაზე.

„რუსეთის ყალბი არჩევნები არის უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო კონტროლის ლეგიტიმაციის უშედეგო მცდელობა. სხვის ქვეყანაში არჩევნების“ ჩატარება არ შეიძლება. გაერთიანებული სამეფო არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიაზე – ყირიმი, ზაპოროჟიე, დონეცკი, ლუგანსკი და ხერსონი უკრაინა,“ - განაცხადა კლევერლიმ.