ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერება ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლითაც სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დადგინდა.
ხუციშვილის განმარტებით, სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ყველა ფისკალური პარამეტრი იგეგმება და სრულდება.
„სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვის შეჩერება ახალი ამბავი არ არის, ეს იყო მას შემდეგ, რაც ცვლილებები განხორციელდა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვიყავით და ვართ დიალოგში IMF-თან, მიმდინარეობს პარამეტრების გაცვლა, რა პარამეტრებზეც ჩვენ შეთანხმებული ვიყავით. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ყველა ფისკალური პარამეტრის დაგეგმვა და შესრულება. ამ მიმართულებით, ეს არის სამუშაო პროცესი, რაც შეეხება მიმოხილვას, მას შემდეგ რაც გვექნება საბოლოო შეთანხმება პროგრამის პუნქტებთან დაკავშირებით, მას შემდეგ შევა ცვლილებები და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
წინა ოთხწლიან პროგრამაშიც უამრავი ცვლილება განიცადა პროგრამამ დასაწყისიდან, მის დასრულებამდე. შესაბამისად, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები აისახოს ამ პროგრამაშიც. კომუნიკაცია გვაქვს ჩვეულებრივად, როგორც აქამდე ხდებოდა. ყველა პარამეტრის გაცვლა და გაზიარება ხდება და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ის ნიშნული, რაც რაც პროგრამის ფარგლებში თავიდანვე იყო დაგეგმილი, ის სრულდება იმის შესაბამისად, როგორც იყო დაგეგმილი. ბუნებრივია, უმჯობესია ეს პროცესი მალე დასრულდეს, საუბარია მიმოხილვებზე – მეორე და მესამე მიმოხილვის განხორციელებაზე. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად მალე დასრლდეს,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: სავალუტო ფონდის პროგრამასთან დაკავშირებით არავითარი სანერვიულო არ არის
-
ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია
-
გიორგი კაკაურიძე: ვფიქრობთ, სავალუტო ფონდის პროგრამის განახლება წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება