ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ უკრაინისთვის საბრძოლო მასალა შეუკვეთა

ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად საბრძოლო მასალა შეუკვეთა. ამის შესახებ Reuters იტყობინება.

შესყიდვა მოხდება იმ სქემის ფარგლებში, რომელიც 2 მილიარდი ევროს ღირებულების გეგმის ნაწილია და რომელიც ევროკავშირმა მარტში წამოიწყო.

კერძოდ, ევროკავშირის მიზანი ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში მილიონი ჭურვისა და რაკეტის გაგზავნაა.


„შვიდმა წევრმა ქვეყანამ უკვე გასცა შეკვეთები 155 მმ-იანი საბრძოლო მასალისთვის EDA-ს სწრაფი პროცედურის მეშვეობით,“ - განაცხადა სააგენტომ Reuters-ის კითხვების საპასუხოდ.

EDA-მ უარი განაცხადა ქვეყნების დასახელებაზე ან შეკვეთების მოცულობაზე და განაცხადა, რომ ინფორმაციის დიდი ნაწილი კონფიდენციალური იყო.

Reuters-ის შეკითხვების საპასუხოდ კი, ლიეტუვამ და ლუქსემბურგმა განაცხადეს, რომ ისინი ხსენებულ შვიდ ქვეყნას შორის იყვნენ.