ზელენსკი უკრაინისთვის „მნიშვნელოვან სიახლეს“ აანონსებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მალე მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება. ამის შესახებ მან ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.


„ამ კვირამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ხვალ მნიშვნელოვანი სიახლე იქნება უკრაინისთვის - ჩვენი მეომრებისთვის, მთელი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალი კვირებში უკრაინას შევმატოთ ძალა - შიდა ძალა და საჭირო თანამშრომლობა მსოფლიოსთან, რათა მსოფლიომ მოგვისმინოს და მხარი დაგვიჭიროს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება.