რეპერ თუფაქ შაკურის გარდაცვალებიდან 27 წლის შემდეგ, მის მკვლელობასთან დაკავშირებით კაცი დააკავეს

ლას-ვეგასის პოლიციამ რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობასთან დაკავშირებით კაცი დააკავეს. BBC წერს, რომ კაცი 29 სექტემბერს დააკავეს, თუმცა ჯერ უცნობია, ზუსტად რას ედავებიან მას.


სამართალდამცავებს სასამართლოს მიერ საბრალდებო აქტის გამოცხადებამდე, მომხდარის დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვთ.

ჰიპ-ჰოპის ლეგენდა ლას-ვეგასში 1996 წელს მოკლეს. 4 სექტემბერს მას ოთხჯერ ესროლეს და ერთი კვირის შემდეგ, საავადმყოფოში, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. მკვლელის ვინაობა დღემდე უცნობია.

თუფაქ შაკურმა სადებიტო ალბომი 1991 წელს გამოუშვა.