უკრაინა რუსეთის მიერ გაშვებული 30 დრონის განადგურების შესახებ იუწყება

გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 30 დრონი გაანადგურეს. სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ დრონები, ძირითადად, სამხრეთ რეგიონებისკენ იყო მიმართული.

„ჩვენს პასუხისმგებლობის ზონაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 30 თავდასხმის დრონი: 20 – ვინიცის ოლქში, 6 – ოდესაში, 4 - მიკოლაევის ოლქში," - ნათქვამია განცხადებაში.


ამასთან, ვინიცის ოლქის ერთ-ერთ თემში ინფრასტრუქტურულ ობიექტზე დარტყმის გამო, ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მსხვერპლის ანდა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

„ცეცხლის გავრცელებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასწრაფოდ ჩაატარა ევაკუაციისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები. თუმცა, ხანძრის ლოკალიზაციისთვის მოსახლეობის ევაკუაცია არ გახდა საჭირო," - აცხადებს თავდაცვის ძალები.