ამერიკელმა გენერალმა, მარკ მილიმ გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე გენერალ ჩარლს ბრაუნს უფლებამოსილება ოფიციალურად გადააბარა.
ამის შესახებ პენტაგონმა განაცხადა. მილის ეს პოზიცია ოთხი წლის განმავლობაში ეკავა.
მან გამოსამშვიდობებელ სიტყვაში უკრაინაც ახსენა.
„ჩვენ მხარს ვუჭერდით უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში პუტინის აგრესიული ომის წინააღმდეგ და გავაძლიერეთ NATO-ს ალიანსი,“ - განაცხადა მარკ მილიმ.
„ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩვენი სამხედრო ძალების ინტეგრირებაზე ჩვენს სამსახურებში, ერთობლივ ძალებსა და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა შევაჩეროთ აგრესია,“ - განაცხადა ბრაუნმა.
რაც შეეხება ჩარლზ ბრაუნს, ის აშშ-ის საჰაერო ძალების შტაბის უფროსი იყო. ბრაუნი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე მაისში დაასახელა.
სენატმა მარკ მილის შემცვლელი 22 სექტემბერს დაამტკიცა.