თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის შენობებთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურა. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.
მისივე ცნობით, ერთ-ერთმა „ტერორისტმა თავი აიფეთქა,“ ხოლო მეორე გაანეიტრალეს.
ორი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა. მინისტრმა პირობა დადო, რომ „ტერორიზმთან დაუნდობელი ბრძოლა გაგრელდება.“