დიდმა ბრიტანეთმა სამხედროების წვრთნების პროცესი შესაძლოა, უკრაინაში გადაიტანოს

დიდი ბრიტანეთი გააფართოებს უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამას და შესაძლოა, შავ ზღვაში რუსული თავდასხმებისგან კომერციული გემების დაცვას შეუერთდეს.

The Telegraph-თან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა გრანტ შეპსმა განაცხადა, რომ მან მოლაპარაკებები გამართა არმიის ლიდერებთან უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის „მეტი წვრთნისა და წარმოების“ გადატანის შესახებ.

მან ასევე მოუწოდა უფრო მეტ ბრიტანულ თავდაცვის ფირმას, შექმნან ქარხნები უკრაინაში.

შაპსმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას კიევში მოგზაურობისას ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებდა ბრიტანეთის საზღვაო ძალებს როლი ეთამაშა კომერციული გემების დაცვაში შავ ზღვაში რუსული თავდასხმებისგან.


თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთი ეძებს გზებს, რათა დაეხმაროს უკრაინას NATO-ში გაწევრიანებაში. ბრიტანეთის ხელმძღვანელობით ოპერაცია „ინტერფლექსის“ ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების 20000-ზე მეტმა ახალწვეულმა უკვე გაიარა სწავლება დიდ ბრიტანეთში 2022 წლის დასაწყისიდან.