უკრაინის საჰაერო ძალები: რუსების მიერ გაშვებული 7 დრონიდან 4 ჩამოგდებულია

უკრაინის შეარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 2 ოქტომბრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 7 დრონიდან 4 ჩამოაგდეს.

მანამდე სამხრეთის სარდლობამ განაცხადა, რომ 3 დრონი ჩამოაგდეს დნეპროპეტროვსკის ოლქში და ერთი ხერსონის ოლქში.


ხერსონში იფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 2 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა რამდენჯერმე დაბომბა რეგიონი, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სასწავლო დაწესებულებები, კერძო სახლები და კორპუსები, ასევე საწარმოს ფართები.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ დაახლოებით 05:00 საათზე მტერმა ცეცხლი გაუხსნა ქალაქ ხერსონის ცენტრს. შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა მალევე ჩააქრეს.