ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კიევში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების მთლიანმა მოცულობამ 85 მილიარდ ევროს მიაღწია. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თანხა მოიცავს 25 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას და 60 მილიარდ ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას.
ბორელმა აღნიშნა, რომ მან "კონსტრუქციული შეხვედრა" გამართა ახლახან დანიშნულ თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან, რომლის დროსაც განიხილეს ქვეყნის გადაუდებელი სამხედრო საჭიროებები, როგორიცაა საბრძოლო მასალა და უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება.
ერთი დღით ადრე, 30 სექტემბერს, ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ბორელი ეწვია უკრაინის სამხრეთ ქალაქ ოდესას, რომელიც, მისი თქმით, „აქტუალური უნდა იყოს მისი ცოცხალი კულტურული სულისკვეთებით, მაგრამ ამის ნაცვლად ახალ ამბებშ ის როგორც (ვლადიმერ) პუტინის ომის ხშირი სამიზნე ხვდება.“
ბორელმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი გააფართოებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, მიუხედავად აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებისა, შეაჩეროს კიევისთვის დახმარება მომდევნო 45 დღის განმავლობაში, თავისი შუალედური ბიუჯეტიდან. მისივე თქმით, ევროკავშირი უკრაინის უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან ვალდებულებებს ამზადებს.
„ვნახავთ, რა მოხდება შეერთებულ შტატებში და ჩვენი მხრიდან ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას“, - თქვა ბორელმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც უკრაინას დასჭირდება“, - ამბობს ბორელი ვიდეოში, რომელიც ოდესის ტაძარში ჩაწერა. ფერიცვალებს ტაძარი მძიმედ დაზიანდა რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს, რომელიც ივლისში მოხდა.