აფრიკა თავის ტერიტორიაზე უკრაინული იარაღის წარმოებით დაინტერესდა

აფრიკა დაინტერესებულია არამხოლოდ უკრაინული კომპანიებისგან იარაღის შეძენით, არამედ მათი წარმოების საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თავდაცვის მრეწველობის პირველ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა,

„დღეს აფრიკა ელოდება უკრაინული კომპანიების დაბრუნებას ამ ბაზარზე იარაღის გასაყიდად. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ეს ვარიანტი დახურულია. [...] მეორე საკითხი, რომლითაც აფრიკა დაინტერესებულია, არის უკრაინული იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება მის ტერიტორიაზე. ეს ახალი ტენდენციაა, რადგან აფრიკელ პარტნიორებს ესმით, რომ უკრაინული იარაღი იქნება ძალიან მაღალი ხარისხის,“ - განაცხადა კულებამ.


მისი თქმით, უკრაინაში წარმოებული იარაღის გაყიდვასა და წარმოებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალი იქნება, რადგან აფრიკა უკრაინას პარტნიორად ხედავს. კულება დარწმუნებულია, რომ აფრიკა დაბრუნდება უკრაინელი იარაღის მწარმოებლებისა და მათი დასავლელი პარტნიორების ტოპ ბაზრებზე.