„ტაიფუნის“ ტიპის ბრიტანული გამანადგურებლები პოლონეთში განლაგდნენ

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრნა, გრანტ შეპსმა მანჩესტერში კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „ტაიფუნის“ ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები პოლონეთში განლაგდებიან. თავის მხრივ, ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანეთის მთავრობაც.


მისი ცნობით, ოთხი (RAF Typhoon) თვითმფრინავი განლაგდა პოლონეთში, რათა ესპანეთის, პოლონეთისა და იტალიის თვითმფრინავებთან ერთად წვრთნები ჩაატაროს.

ტაიფუნები, რომლებიც პოლონეთში პირველ ოქტომბერს განლაგდნენ, პოლონეთში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან. ისინი სხვადასხვა შესაძლო საბრძოლო სცენარების სიმულაციას გაივლიან. განლაგების დროს მათ დახმარებას RAF-ის 50-ზე მეტი პერსონალისგან შემდგარი გუნდი გაუწევს.


ეს აქტივობა წინ უსწრებს ბრიტანეთის მინისტრების ვიზიტს, რომლებიც ვარშავის უსაფრთხოების ფორუმს ამ კვირაში დაესწრებიან. თავდაცვის მინისტრი და მისი კოლეგები გამოიყენებენ ფორუმს, რათა ხაზი გაუსვან უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნებას და რუსეთზე ზეწოლას.

ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი ორიენტირებულია ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაზე საერთო გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც პირველად 2014 წელს მოეწყო. ის აერთიანებს მინისტრებს და მაღალჩინოსნებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

გრანტ 2023 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს. მან ბენ უოლესი შეცვალა.