რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების კონფისკაცია ევროკავშირის კიდევ ერთმა ქვეყანამ დაიწყო - რუსული მედია

რუსულ მედიის ცნობით, გერმანიის შემდეგ ჩეხეთი გახდა მეორე ქვეყანა, რომელმაც რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების კონფისკაცია დაიწყო. სულ მცირე ერთი ასეთი შემთხვევა ჩეხეთში გამოვლინდა. ინფორმაციას ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩო არ ადასტურებს. როგორც „იზვესტია“ წერს, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ კი, ეს ინფორმაცია გაუზიარა დეპუტატს, რომელიც დაინტერესდა, როგორ ახორციელებენ ევროკავშირის წევრები რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვებს.

ჩეხეთს ოფიციალურად აქვს გაცხადებული, რომ რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებისთვის შეზღუდვების ამოქმედებას არ აპირებს.

პრაღის განმარტებით, ჩეხეთი ევროკავშირისი ნაწილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში შესული მანქანები ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე უკვე შემოწმებულია. 


ბულგარეთში რუსული ნომრების მქონე მანქანების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვები გავრცელდება როგორც ავტომობილებზე, ასევე სატვირთო მანქანებზე.

ამის შესახებ ბულგარეთის სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ანტონ ზლატანოვმა განაცხადა. აკრძალვა სავარაუდოდ, 2 ოქტომბრის დღის ბოლომდე ამოქმედდება.


რუსულ ნომრიანი მანქანების აკრძალვას ხორვატია და საფრანგეთიც შეუერთდნენ.

გარდა ამისა, ჩეხეთი გერმანიის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული ნომრების მქონე მანქანების აკრძალვის პრეცედენტი დაფიქსირდა.

ანალოგიურ გადაწყვეტილებას სამი ოქტომბრიდან აამოქმედებს ნორვეგიაც, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ შენგენის შეთანხმების ნაწილია და აქვს სახმელეთო საზღვარი რუსეთთან. მანამდე შეზღუდვები ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ასევე, პოლონეთმა და ფინეთმა შემოიღე, რითაც ევროკომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინეს.