აშშ-ს დროებითი ბიუჯეტის ფარგლებში, რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებამდეა გათვლილი, მეორე თაობის ბირთვული ბალისტიკური რაკეტის წყალქვეშა ნავის მშენებლობის დასაწყებად, 621 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო.
ბირთვული წყალქვეშა ნავი USS Wisconsin (SSBN-827), Trident II D5 კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებით აღიჭურვება.
ნავი ამჟამად მშენებლობის პროცესშია. მისი ღირებულება 8,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
საერთო ჯამში, აშშ კოლუმბიის კლასის 12 სტრატეგიული წყალქვეშა ნავის აშენებას გეგმავს. ისინი ოჰაიოს კლასის 14 მოძველებულ სტრატეგიულ წყალქვეშა ნავს ჩაანაცვლებენ. საბრძოლო პატრულირებაზე ამ გემის გაშვება 2031 წლისთვის იგეგმება.