გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბაერბოკი გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას სტრატეგია, რათა უკრაინა ამ ზამთარში ენერგეტიკულ ქსელზე რუსული დარტყმებისგან დაიცვან.
„უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის გეგმა ზამთრისთვის, გენერატორები და ენერგომომარაგების გაძლიერება. ჩვენ ვნახეთ გასულ ზამთარში რუსეთის პრეზიდენტის მიერ ამ ომის სასტიკი გზა, მიზანმიმართული თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ელექტროსადგურები,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს კიევში, სადაც 2 ოქტომბერს დაიწყო ისტორიული შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის.