უკრაინა გერმანული იარაღის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა

უკრაინა 2022 წელს გერმანული იარაღის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ფედერალურმა მთავრობამ უკრაინაში 3,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკის ექსპორტს დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც კიევი გერმანული იარაღის ყველაზე დიდ მიმღებად იქცა.


„გერმანიის მუდმივი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, კვლავ აშკარად აისახება იარაღის ლიცენზირებული ექსპორტის მოცულობაზე,“ - აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა სვენ გიგოლდმა.

2023 წლის პირველ ცხრა თვეში გერმანიის მიერ ექსპორტირებული იარაღის ღირებულება გასული წლის მთელ ღირებულებას აღემატება.