უკრაინამ პოლონეთიდან ბუმარ-ლაბენდის ქარხანაში შეკეთებული პირველი Leoprad-ის ტიპის ტანკები მიიღო.
პოლონეთი სხვა ტანკებზე სარემონტო სამუშაოს აგრძელებს.
ივლისში პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ Leopard 2-ის ტიპის ტანკების ტექნიკური და სარემონტო ცენტრი, რომელიც უკრაინამ მიიღო, მუშაობა დაიწყო.
ცენტრის გახსნა მაისის ბოლოს იყო დაგეგმილი. აპრილში თავდაცვის მინისტრ, მარიუშ ბლაშჩაკთან მოლაპარაკებების შემდეგ, გერმანელმა კოლეგამ, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ორივე მხარემ საბოლოო ეტაპს მიაღწია.