თეთრი სახლის ცნობით, აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. თეთრი სახლის სპიკერმა განაცხადა, რომ დახმარების ეს პაკეტი „იქნება სიგნალი" იმისა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მანვე დაამატა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაეხმარება კიევს იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა.
„ჩვენ მალე გამოვაცხადებთ უკრაინის დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რათა გამოვხატოთ ჩვენი უცვლელი მხარდაჭერა უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ. თუ პუტინი ფიქრობს, რომ ჩვენზე დიდხანს გაძლებს, ის ცდება,” - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.
- ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას