კადიროვმა თავისი ქალიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ტელეგრამ არხზე განაცხადა, რომ „მხარს უჭერს წინადადებას მისი ქალიშვილის, ჩეჩნეთის კულტურის მინისტრ, აიშატ კადიროვას, რესპუბლიკის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ.“

კადიროვის თქმით, „გადაწყვეტილება ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარემ მუსლიმ ხუჩიევმა გააჟღერა.“

მან აღნიშნა, რომ მისმა ქალიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ჩეჩნეთის კულტურის სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესებაში და დააგროვა მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება. კადიროვმა ასევე განაცხადა, რომ რეგიონის კულტურის მინისტრის პოსტზე რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრემიერი მუსა დადაევი დაინიშნება.